ბიჭი ზოლიან პიჟამაში

bichi zolian pijamashi

ბიჭი ზოლიან პიჟამაში
ავტორი: John Boyne
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing

სულის შემძვრელია..
მსგავსი ტრაგედია იშვიათად წამიკითხავს..

წიგნი მოგვითხრობს, ამბავს ერთი გერმანელი სამხედრო ოფიცრის ოჯახის შესახებ. ოჯახის უფროსს ბერლინიდან “აუვიცი”-ს საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელად გადაიყვანენ. ოჯახიც იძულებულია მასთან ერთად გადავიდეს საცხოვრებლად. ამბავი ბრუნოს, უმცროსი შვილის, თვალითაა დანახული და აღქმული, რაც უფრო მეტად ტრაგიკულს ხდის ამ წიგნს.

ბრუნოს მოუწევს ოჯახთან ერთად მიატოვოს ბერლინის 5-სართულიანი სახლი, ნაცნობი ქუჩები და საუკეთესო მეგობრები და გადაცხოვრდეს იქ, სადაც არც ქუჩებია, არც მეზობლები, არც სკოლა, არ საუკეთესო მეგობრები და თითქოს არც სხვა ბავშვები არიან. ბრუნო “გამომძიებლობანას” თამაშმა, მშობლების არაერთგზის აკრძალვის მიუხედავად, საკონცენტრაციო ბანაკის კედლამდე მიიყვანა, სადაც თავის თანატოლ ებრაელ ბიჭს გაიცნობს და დაუმეგობრდება..

ეს წიგნი ყველაზე უმანკო, პატარა ბიჭუნას თვალებით მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე საზარელ ტრაგედიაზე – ჰოლოკოსტზე.

ერთი იმედი ნამდვილად არის, ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მსგავსი სიმახინჯე აღარასოდეს უნდა დაუშვას კაცობრიობამ!

რეალურად კი ერთი რამ უნდა გაითავისოს ყველამ: გინდა თუ არ გინდა, ბავშვს უნდა აუხსნა რაღაცების აკრძალვის რეალური მიზეზები. არ ღირს შვილების ვარდისფერი სათვალეებით აღჭურვა მაშინ, როდესაც გარშემო უამრავი სისხლი იღვრება. არ ღირს ბავშვურ ფანტაზიასა და წარმოსახვას მისცე უფლება, ტრაგედია მოახდინოს, მხოლოდ იმის გამო, რომ შვილებს რაღაცებზე არასწორი წარმოდგენა შეექმნათ, იმის გამო, რომ მშობლებმა თავის დროზე არ აუხსნეს საგნების რეალური არსი..

თვალი მოავლეთ თქვენ გარშემო ბავშვებს.. ამზადებენ მათ მშობლები, ცხოვრებისეული სირთულეებისათვის? აი ერთ დღეს უცებ მშობლები რომ გაქრნენ, გადარჩებიან ეს ბავშვები? დამოუკიდებლად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებებს? თავისი ვარდისფერი სათვალეებიდან დანახული სურათებით შეექმნებათ სწორი დასკვნები არსებულ მოვლენებზე?

მე მაინც ვთვლი, რომ ასე თუ ისე, ბავშვებს რაღაც დოზით რეალური სურათების არსი უნდა შევატყობინოთ ხოლმე, რომ ბავშვურმა ფანტაზიამ, სამუდამოდ მცდარი შეხედულებები არ ჩამოუყალიბოს ცხოვრებაზე..

Must Read წიგნია!

MiNi Library

facebook
goodreads