ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ

nateli romelsac ver vxedavt

ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ
ავტორი: ენტონი დოერი
გამომცემლობა: Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L

ის, რომ ამ წიგნს 2015 წელს პულიცერის პრემია და კიდევ ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ მეც ვიტყვი რამდენიმე სიტყვას.
წიგნი ძალიან მსუყეა. ძალიან ბევრ ინფორმაციას გაწვდის, რომ ადვილად მოახდინო ვიზუალიზაცია. თითქოს ფილმს კითხულობ, კი არ უყურებ, არამედ – კითხულობ ფილმს. ყველაფერი არის წვრილმან დეტალებში აღწერილი და შენ ხედავ გარეთ რა ამინდია, კედელზე როგორი ბზარებია, ქუჩაზე რამდენი რკინის ცხაურია და გარეთ ხეებს რა სუნი ასდით.. ყველაფერს ეგრევე გრძნობ და წარმოიდგენ.

წიგნი 1-2 გვერდიან თავებისგან შედგება და ყოველი თავი მოგვითხრობს წიგნის 6-7 პერსონაჟის თვალით დანახულ რეალობაზე და ბოლოს ჯადოსნურად ეს პერსონაჟები და მათი ისტორიები ერთმანეთში გადაიხლართება, ჩაიწვნება და რაღაც ერთიან ხაზს ქმნიან, რომელიც აქამდე გაბნეულ სხვადასხვა მხარეს მიმავალ ბილიკებად გეჩვენებოდა.

ესეც მოკლე აღწერა:
“მეორე მსოფლიო ომი. პარიზი ოკუპირებულია. ქალაქიდან მარი-ლორა, ბრმა გოგონა მამასთან ერთად გარბის. მარის მამა – მუზეუმის გასაღებების მცველი. სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატი. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ – გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა. მარი-ლორასგან არც ისე შორს. ნაცისტური გერმანია. ჰიტლერიუგენდი. ობოლი ვერნერი. გზის გასაყარზე. ზღვისპირა ქალაქი სენ-მალო. ძველი და ლამაზი სახლის პატრონი იძულებით ტყვეობაშია. მან საკუთარ თავს გამოუტანა სასჯელი. ფაშისტების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე. და რადიო. ჰაერში. ტალღებით ბგერებით გაცოცხლებული. ახალი ამბები. ტყუილი. იმედი. შიში. მოლოდინი. ენტონი დოერი ომზე ყვება. ომის ადამიანებზე გვიამბობს. ყველაზე ერთად. და ცალკე. თუმცა ისინი ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან.”

წიგნში რადიო ცალკე პერსონაჟად შეგვიძლია აღვიქვათ. ამ ერთი შეხედვით უბრალო ნივთს, ყველა პერსონაჟთან აქვს რაღაც კავშირი.

ავტორი ყვება მეორე მსოფლიო ომზე ისე, რომ ამ ომს ვერ ხედავთ. ისე, რომ ომი სადღაც სხვაგანაა, მაგრამ ასე უფრო მძაფრად გრძნობ. ხედავ, როგორ ნელ-ნელა წოვს ომი კეთილდღეობას ხალხისგან. ხედავ, როგორ იცვლება კონკრეტული ადამიანების შეხედულებები, მსოფლმხედველობა.. იცვლება ქალაქები, შენობები, ქუჩები, ურთიერთობები.

და მაინც, გულს გიჩუყებს იმის ნახვა, თუ როგორ იმარჯვებს დროზე ადრე დაკაცებულ პატარა ჯარისკაცში ჩაბუდებული ბავშვი და როგორ უბრუნებს ადამიანობასა და სახეს. გასწავლის, როგორ დაინახო ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ.

თუმცა ვერ ვიტყვი, რომ წიგნი ადვილი საკითხავია. თუ საშუალოდ ერთი წიგნის წასაკითხად 2-3 დღე მჭირდება, ამ წიგნს 8 დღე ვკითხულობდი. ნელა იკითხება, თუმცა ბოლოს ნამდვილად ნასიამოვნები დარჩებით.

MiNi Library

facebook
goodreads

Advertisements

One thought on “ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s