ბილი მილიგანის მრავალი გონება

ბილი მილიგანის მრავალი გონება

ბილი მილიგანის მრავალი გონება
ავტორი: დენიელ კიზი
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing

რამდენიმე საათია ვცდილობ გონება მოვიკრიბო და რევიუ დავწერო.
ასე იმიტომ კი არ ვარ, რომ ცუდი წიგნია ან დიდად არ მომეწონა, პირიქით – იმდენად მაგარი წიგნია და იმდენად დამაფიქრებელი და იმდენ ურთიერთსაპირისპირო ემოციას იწვევს, რომ ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ… არც კი ვიცი საიდან დავიწყო წერა…

უმეტესობას ასე თუ ისე მაინც გვსმენია ბილი მილგანის შესახებ. ზოგს მის სასამართლო ისტორიაზე სმენია, ზოგს ჩანაწერები უნახავს, ზოგმა იცის, რომ ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებს მის როლს შემდეგ ფილმში, ზოგმა იცის მისი დაავადების შესახებ, მაგრამ მაინც აბსოლუტურ უმეტესობას მისი განსაცვიფრებელი ცხოვრების შესახებ არაფერი სმენია.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლის თავშიც 24 ადამიანი ცხოვრობს. ხან ერთი მართავს მის სხეულს და გონებას, ხან – მეორე, მესამე, მეთექვსმეტე და სხვ. ეს ყველა ცალკეული პიროვნება განსხვავდება ერთმანეთისგან, ასაკით (ზოგი პიროვნება 3-4 წლისაა, ზოგ 26-ის), აღნაგობით, ხმის ტემბრით, იერით, ქცევის მანერებით, წარმოშობით (ბრიტანელი, იუგოსლავიელი, ბრუკლინელი და სხვ.) და სქესითაც კი (რამდენიმე მათგანი ქალია).

ახლა ეს, რა თქმა უნდა, ვერ წარმოგიდგენიათ, ან ძალიან “ლაითად” უყურებთ. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ლაპარაკებით ზრდასრული მამაკაცის სხეულის მქონე ბავშვს, რომელიც უცებ იუგოსლავიელ რეციდივისტად გადაიქცევა, რომელიც თავის მხრივ ბრიტანული აქცენტით მოსაუბრე დახვეწილ ჯენტლმენად გადაიქცევა.

პიროვნებები მილიგანის გონებაში დაყოფილია საჭირო და არასასურველ ანდროიდებად: 10 კარგი ადამიანია, დანარჩენი 13 არასასურველი – კრიმინალური მენტალიტეტის მქონე, ჩხუბისთავი, ყალთაბანდები, ამპარტავნები და სხვ. და არის კიდევ ერთი – “მასწავლებელი” – ძირითადი ბილი, რომელიმაც ეს ყველა სხვა ანდროიდი შექმნა და ერთადერთია, რომელმაც იცის ბილის ცხოვრების ყველა ეტაპი, რომელი პიროვნება რას აკეთებდა.

წიგნი იმდენად გამაოგნებელია, რომ ხშირად მიწევდა ჩემი თავისთვის იმის შეხსენება, რომ ეს ყველაფერი რეალობაა, ნამდვილი ამბავია, დოკუმენტური მასალაა და არა ფენტეზის ჟანრის მორიგი წიგნი. არადა ნამდვილი ფენტეზია. იმდენად საინტერესო და ჩახლართული მოვლენები ხდება, რომ გაოგნებული რჩები.

მოვლენები 1970-იანი წლების ბოლოსკენ ვითარდება. და მაინც შოკში ჩაგაგებთ ამერიკის ფსიქიატრიულ თუ სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ადამიანების გულგრილობა და განსაკუთრებით სიბოროტე. პოლიტიკოსები, რომლებიც მილიგანის საქმეზე ქულებს იწერენ და მანიპულირებენ ამომრჩევლის გრძნობებით, აქეზებენ ხალხს სისასტიკისკენ, იყენებენ სიძულვილის ენას, ბინძურად იყენებენ პრესას თავს საარგებლოდ და იყენებენ სასჯელაღსრულების სისტემასა და სასამართლოს ერთი “მრავლობითი პიროვნების” სინდრომით დაავადებული ადამიანის გასატეხად. ეს ყველაფერი იმდენად გამაღიზიანებელია, რომ წიგნის კითხვისას ბრაზს ვერ მოვერიე და არაერთხელ გულიანად შევიგინე.

ეს წიგნი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეშინია ხალხს მასისგან განსხვავებული ინდივიდების. ურჩევნიათ ჩაქოლონ, გააქრონ, მოსპონ, ოღონდ მათგან განსხვავებულის ატანა არ მოუწიოთ. კი ბილი მილიგანის ერთ-ერთმა პიროვნებამ ჩაიდინა დანაშაული: გაქურდა 3 ქალი, სცადა მათი გაუპატიურება, მაგრამ მხოლოდ ერთთან ჰქონდა სექსუალური კავშირი, მაგრამ თქვენ მაინც ბილის მხარეს დაიჭერთ. დამერწმუნეთ! და რაც მთავარია ბილი მილიგანი სასამართლომ ამ საქმეში უდანაშაულოდ სცნო!

ძალიან კარგი წიგნია ძალიან საინტერესო ქეისზე. ერთი სული მაქვს როდის გამოვა მომდენო წიგნი მილიგანის ცხოვრებასა და მკურნალობაზე და ფილმი, რომელშიც დარწმუნებული ვარ, ლეონარდო ძალიან მაგრად შეასრულებს ბილი მილიგანის 24-ვე პიროვნების როლს!

პ.ს. წიგნის ყდას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინი, რაც კი ოდესმე მინახავს!

MiNi Library

facebook
goodreads

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s