ის კვლავ აქ არის

is kvlav aq aris
ის კვლავ აქ არის
ავტორი: ტიმურ ვერმესი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing

კიდევ ერთი ძალიან კარგი წიგნი!

ჰიტლერი მოულოდნელად იღვიძებს თანამედროვე ბერლინში. ბუნკერიდან თანამედროვე გერმანიაში აღმოჩენილი ადოლფი და მისი თავგადასავალი უდავოდ დაგანიტერესებთ. ეს არის წიგნი, სადაც ჰიტლერს შეიძლება უგულშემატკივროთ.. უბრალოდ სხვანაირად ვერ შეძლებთ.. მაგრამ ბოლოს აუცილებლად მიხვდებით, რომ შეცდომას უშვებთ, საკუთარ თავს კი გაუბრაზდებით..

წიგნი კომედიაა, ნამდვილად ბევრი სასაცილო მომენტით, მაგრამ ბოლოს საშინელი განცდა გრჩებათ. განცდა, რომ ისტორიის ჩარხს ვერ მოაბრუნებ და რომ ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა, სად და როგორ სიტუაციაში ან დროში აღმოჩნდებიან, მაინც ისეთები რჩებიან, როგორებიც არიან და მაინც იგივე მიზნებს ეპოტინებიან, რითაც თუნდაც 70 წლის წინ ცოცხლობდნენ.

ადოლფის თვალით დანახული თანამედროვე გერმანია და თანამედროვე პოლიტიკა ძალიან საინტერესოა, მის მიერ მიმოხილული სიტუაციები ნამდვილად დაგაინტერესებთ.

1945 წელში ჩარჩენილ ჰიტლერსა და მის თანამედროვე გარემოცვას შორის არის იმდენად უზარმაზარი უფსკრული, რომ ადოლფით მოხიბლული პერსონაჟები ამას ვერც კი ამჩნევენ. საერთო ჯამში ისინი იმდენად სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, რომ ეს უფსკრული საერთოდ ქრება.

წაიკითხეთ ეს წიგნი, ნამდვილად არ ინანებთ!

MiNi Library

facebook
goodreads

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s