About

მიხეილ სამხარაძე

MiNi Library არის ჩემი და ჩემი მეუღლის პირადი ბიბლიოთეკის სახელწოდება. სახელი “მინი” მიშა და ნინოს გაერთიანებითაა მიღებული და ჩვენი პატარა ბიბლიოთეკის ერთგვარ აღწერასაც შეიცავს. თუკი ვინმეს გაქვთ სურვილი, თქვენი წვლილი შეიტანოთ ბიბლიოთეკის გამრავალფეროვნებაში, შეგიძლიათ, გვაჩუქოთ წიგნები, რომელსაც მოვუფრთხილდებით, მოვუვლით და, რა თქმა უნდა, წავიკითხავთ. ჩვენი ბიბლიოთეკის ყველა წიგნს ამშვენებს Ex Libris-ი.

ეს ბლოგი მთლიანად დაეთმობა ქართულენოვანი წიგნების ჩემეულ მიმოხილვას. ეს არ არის კლასიკური გაგებით რეცენზიები. ვთვლი, რომ ყველა წიგნს აქვს თავისი გემო და ყველა წიგნი ტოვებს რაღაც წარუშლელ კვალს. ეს პატარ-პატარა ჩანაწერები, არის ის ემოციები, რომელიც გამოიწვია ამა თუ იმ წიგნმა და ვეცადე, თქვენთვისაც გადმომეცა.

ძალიან გამიხარდება, თუ გამოთქვამთ თქვენს აზრს, თუნდაც კრიტიკულს, კომენტარების სახით და უფრო მეტად გამიხარდება, თუ ჩვენი ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ დაგაინტერესებთ და მოგინდებათ ამ წიგნების წაკითხვა.

ვთვლი, რომ წიგნის კითხვა უნდა იყოს პოპულარული გასართობი და ეს ბლოგიც ერთ-ერთი მცდელობაა ახალი მკითხველების აღმოსაჩენად.

შევხვდებით, სადმე წიგნების ფურცლებზე!

დაგვიმეგობრდით facebook-ზე!

Advertisements

2 thoughts on “About

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s