მეტრო 2033

metro 2033

მეტრო 2033
ავტორი: დიმიტრი გლუხოვსკი
 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing

ამის მერე მეტროს სულ სხვა თვალით დააკვირდებით და სულ სხვანაირად იმგზავრებთ!
არასოდეს არ ყოფილა მეტრო ასეთი იდუმალი და საინტერესო, როგორც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ. ყველგან ვეძებდი და ვაკვირდებოდი დალუქულ გასასვლელებს, დაკეტილ და დაუსრულებელ გადასასვლელებს! ამ წიგნის მერე კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა მეტროთი მგზავრობა.

600 გვერდიანი წიგნი ასე სწრაფად ჯერ არ წამიკითხავს. სხვათაშორის, ვისაც ვურჩიე, მათაც იგივე დაემართათ, ვერ მოწყდნენ.

პოსტაპოკალიპტური სამყარო, გადარჩენილმა ხალხმა მეტროს შეაფარა თავი, სადაც მეტროს ცალკეული სადგურები, ან სადგურთა გაერთიანებები, ან სულაც მთლიანი ხაზები სახელმწიფოებად გადაიქცნენ, თავიანთი მთავრობებით, პრობლემებით, იდეებით, ომებით, საზღვრებით.. სადაც გვირაბები გრძნობენ, გვირაბები ცოცხლობენ და სიბნელე ხელშესახებია.

ეს წიგნი დაგზაფრავს, სიბნელეში ჩაგათრევს, გმირებთან ერთად იმოგზაურებ, დაიღლები, ირბენ, მათთან ერთად გადარჩები და მათთან ერთად იბრძოლებ..

ძალიან, ძალიან კარგი წიგნი!
ვისაც არ წაგიკითხავთ, ძალიან ბევრი გაქვთ დაკარგული.

P.S.
თუ წიგნს წაკითხვას გადაწყვეტთ, ეს რუკა იქონიეთ თან, ბევრად უფრო კარგი ვიზუალი აქვს და ბევრად მეტი ინფორმაციია დატანილი, ვიდრე წიგნში არსებულ რუკზე:
http://media.moddb.com/images/games/1/13/12559/metro_guide_eng.gif

P.P.S.
ნუ, ჩემთვის ბევრად უფრო ჩამთრევი იყო, ამ მეტროთი მიმგზავრია ხშირად )))

MiNi Library

facebook
goodreads

3 thoughts on “მეტრო 2033

  1. Hey would you mind letting me know which webhost you’re using?
    I’ve loaded your blog in 3 completely different browsers and I must say
    this blog loads a lot quicker then most. Can you recommend a good internet hosting provider at a honest price?
    Cheers, I appreciate it!

    Like

Leave a comment